თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნავის ფორმის წარმონაქმნის შემსწავლელი გუნდის მიხედვით, ახალი აღმოჩენები ამყარებს მათ ვარაუდს, რომ აქ შესაძლოა, ნოეს კიდობანის ნაშთები იყოს შემორჩენილი

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნავის ფორმის წარმონაქმნის შემსწავლელი გუნდის მიხედვით, ახალი აღმოჩენები ამყარებს მათ ვარაუდს, რომ აქ შესაძლოა, ნოეს კიდობანის ნაშთები იყოს შემორჩენილი

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნავის ფორმის წარმონაქმნის შემსწავლელი გუნდის მიხედვით, ახალი აღმოჩენები ამყარებს მათ ვარაუდს იმის შესახებ, რომ აქ შესაძლოა, ნოეს კიდობანის ნაშთები იყოს შემორჩენილი.

"არქეოლოგიაში, როგორც წესი, საქმე გვაქვს ალბათობასთან და ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ მომენტს, როცა დასტურს მივიღებთ ჩვენს თეორიაზე. ეს სავარაუდოდ, ზამთარში მოხდება, მას შემდეგ, რაც ნიადაგის ანალიზი დასრულდება",- განუცხადა გადაცემა Saturday in America-ს პროექტ "Noah’s Ark Scans"-ის დამფუძნებელმა ენდრიუ ჯონსმა.

კვლევის მთავარი საგანია "დურუპინარის წარმონაქმნი" - არარატის მთის მახლობლად მდებარე, დაახლოებით 164 მეტრის სიგრძის გეოლოგიური სტრუქტურა. მისი ფორმა და სიახლოვე ბიბლიურ თხრობაში მოხსენიებულ რეგიონთან ათწლეულების განმავლობაში იზიდავდა ნოეს კიდობნის მაძიებლებს.

  • ნავის ფორმის ეს წარმონაქმნი პირველად 1959 წელს აღმოაჩინეს: მას შემდეგ არ წყდება ვარაუდები იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა ნოეს კიდობანს უკავშირდებოდეს.

კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ეს წარმონაქმნი ბუნებრივი წარმოშობისაა, თუმცა ჯონსის თქმით, ბოლოდროინდელმა ბურღვამ, ნიადაგის სინჯების აღებამ და გეორადარული კვლევის შედეგებმა მის გუნდს ამ დასკვნის ეჭვქვეშ დაყენების ახალი საფუძველი მისცა.

"წარსულში კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ სკანირების შედეგების ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად შეიძლებოდა, მაგალითად, რომ ეს იყო ქანის მასიური წარმონაქმნი, სინკლინი ან ფუძე ქანის ბლოკი", - განაცხადა ჯონსმა. "თუმცა, ჩვენ ბურღვა ჩავატარეთ 12-ზე მეტ ადგილას და ფუძე ქანი საერთოდ ვერ აღმოვაჩინეთ",- დასძინა პროექტის ხელმძღვანელმა.

"ბიბლიის თანახმად, ნოეს კიდობანი ხისგან დამზადებული უზარმაზარი ნავი იყო. ხის დაშლის პროცესში ორგანული ნივთიერებების შემცველობა იზრდება. წელს ამ წარმონაქმნში ბურღვა ჩავატარეთ და კრიტიკოსთა მტკიცებისგან განსხვავებით, მყარი ქანის ფენა ვერ აღმოვაჩინეთ. სამაგიეროდ, მივაკვლიეთ შავი ნიადაგის დიდ დანალექებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ორგანულ ნივთიერებებს დიდი რაოდენობით უნდა შეიცავდეს",- განაცხადა ჯონსმა.

მეცნიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა 2024 წელს ჩატარებულ ნიადაგის კვლევაზე: მისი თქმით, ნავის ფორმის წარმონაქმნის შიგნით აღებულ ნიმუშებში სამჯერ მეტი ორგანული ნივთიერება აღმოჩნდა, ვიდრე უშუალოდ მის გარეთ აღებულ ნიმუშებში - ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ზამთრის მოსვლას და ნიადაგის კვლევის ახალ შედეგებს დაველოდოთ.

წყარო: nypost.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა