"თბილისობა 2026"-ის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, მთაწმინდაზე თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2026 წლის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა და ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია ფეიერვერკით დასრულდა. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 32 პირს მიენიჭა.