სახლის აშენება დღეს მხოლოდ არქიტექტურული დიზაინისა და ხარისხიანი სამშენებლო მასალების შერჩევას აღარ გულისხმობს. კერძო სახლების მშენებლობაში ტექნოლოგიური ცვლილებები სულ უფრო მეტად უკავშირდება ენერგიის ეფექტურ გამოყენებას, უსაფრთხოებას, ავტომატიზაციასა და ყოველდღიურ კომფორტს. ეს ტენდენციები სამშენებლო კომპანიების მომსახურებებზეც აისახა. PrimeBuild-ის გამოცდილებით, მომხმარებლების მოთხოვნები დღეს უფრო მრავალფეროვანია და სახლის დაგეგმვისას თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
3D ტექნოლოგიები სახლის პროექტირებაში
სახლის აშენება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უკვე პროექტირების ეტაპიდან იწყება. 3D ვიზუალიზაცია მომავალ მფლობელს საშუალებას აძლევს, მშენებლობის დაწყებამდე უკეთ დაინახოს სივრცის საბოლოო სახე, შეაფასოს ოთახების განლაგება, მასალების კომბინაცია და არქიტექტურული გადაწყვეტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც დამკვეთს სურს პროექტში ცვლილებების შეტანა ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე.
PrimeBuild-ის გამოცდილებით, სახლის აშენება დღეს მომხმარებლის უფრო აქტიურ ჩართულობას მოითხოვს - დამკვეთები პროექტის დაგეგმვის პროცესში უფრო ადრეულ ეტაპზე ერთვებიან და საბოლოო შედეგის მიღებას აღარ ელოდებიან. 3D ტექნოლოგიები ამ კომუნიკაციას ამარტივებს. მომავალმა მფლობელმა საკუთარი სახლი ჯერ ვიზუალურად უნდა „ნახოს“, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მშენებლობის დაწყებამდე მიიღოს. სწორედ ასეთი მიდგომა აძლევს პრაიმ ბილდს შესაძლებლობას, მომსახურება მომხმარებლის კონკრეტულ მოთხოვნებს უფრო ზუსტად მოარგოს.
ენერგოეფექტურობა - თანამედროვე სახლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი
ენერგოეფექტურობა თანამედროვე სახლის პროექტირებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახდა. ხარისხიანი თბოიზოლაცია, ენერგოეფექტური კარ-ფანჯარა, შენობის ჰერმეტულობა და სწორად დაგეგმილი გათბობა-გაგრილების სისტემები ხელს უწყობს სახლში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნებას და ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას. შესაბამისად, ენერგოეფექტურობაზე ფიქრი მხოლოდ კომუნალური ხარჯების შემცირებას არ ნიშნავს - ის სახლის კომფორტსა და გრძელვადიან გამოყენებასაც უკავშირდება.
PrimeBuild-ის დამფუძნებელი და მთავარი ინჟინერი ბესიკ გურული ამბობს: ,,მომავალმა მფლობელმა ენერგოეფექტურობა მშენებლობის ბოლო ეტაპისთვის არ უნდა გადადონ. ასეთი გადაწყვეტილებები თავიდანვე პროექტში უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან მოგვიანებით მათი დამატება ხშირად უფრო რთული და ძვირია.’’
„ჭკვიანი სახლის“ ტექნოლოგიები
სახლის ავტომატიზაცია მომხმარებლებს ყოველდღიური პროცესების უფრო მარტივად მართვის შესაძლებლობას აძლევს. განათების, გათბობის, გაგრილების, უსაფრთხოების კამერებისა და სხვა მოწყობილობების კონტროლი შესაძლებელია ავტომატურად ან მობილური მოწყობილობის საშუალებით. შედეგად, სახლის ტექნოლოგიური სისტემა მხოლოდ კომფორტის ასპექტი აღარ არის - ის შეიძლება ენერგიისა და რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების გზა გახდეს.
პრაიმ ბილდის მომსახურებებში მსგავსი მოთხოვნების გათვალისწინება მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ხდება. ბესიკ გურულის შეფასებით: „ჭკვიანი სახლი არჩევისას მთავარი მიზანი ტექნოლოგიების რაოდენობა კი არა, მათი რეალური საჭიროებაა. მომავალმა მესაკუთრემ უნდა განსაზღვროს, რომელი ავტომატიზაცია მოუტანს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურ სარგებელს.’’
მზის ენერგიის გამოყენება კერძო სახლებში
მზის ენერგია კერძო სახლებისთვის კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელიც სახლის დაგეგმვისას შეიძლება წინასწარ იქნას გათვალისწინებული. მზის პანელების ინტეგრირება საშუალებას იძლევა, სახლის ელექტროენერგიის საჭიროების ნაწილი განახლებადი წყაროდან მიიღოს. სისტემის ეფექტურობაზე გავლენას ახდენს სახლის მდებარეობა, სახურავის კონფიგურაცია, პანელების განთავსება და ენერგიის მოხმარების თავისებურებები.
PrimeBuild-ის მიდგომაში მსგავსი გადაწყვეტილებები უკვე განიხილება როგორც სახლის საერთო პროექტის ნაწილი და არა ცალკე დამატება. თუ მფლობელი მომავალში მზის ენერგიის გამოყენებას გეგმავს, ამისთვის საჭირო პირობების პროექტშივე გათვალისწინება. ეს საშუალებას იძლევა, სახლის არქიტექტურა და საინჟინრო სისტემა მომავალ საჭიროებებსაც მოერგოს.
სახლის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები
თანამედროვე სახლის უსაფრთხოება მხოლოდ მტკიცე კარითა და საკეტით აღარ შემოიფარგლება. ვიდეოკამერები, მოძრაობის სენსორები, ჭკვიანი საკეტები, ვიდეოზარები, კვამლისა და გაზის დეტექტორები და წყლის გაჟონვის სენსორები მფლობელს სახლის სხვადასხვა პროცესის კონტროლში ეხმარება. ზოგიერთი სისტემის მართვა და მონიტორინგი დისტანციურადაც არის შესაძლებელი.
PrimeBuild-ისთვის სახლის უსაფრთხოების საკითხი სულ უფრო მეტად უკავშირდება საინჟინრო სისტემების საერთო დაგეგმვას. უსაფრთხოების სისტემის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კამერების რაოდენობა, არამედ მათი სწორად განთავსება და სხვა სისტემებთან ურთიერთკავშირი. მომავალმა მფლობელმა უსაფრთხოება სახლის პროექტის შემადგენელ ნაწილად უნდა განიხილოს.
წყლისა და ენერგიის მოხმარების ავტომატური კონტროლი
ტექნოლოგიები სახლის მფლობელს რესურსების მოხმარების უკეთ კონტროლის შესაძლებლობასაც აძლევს. თანამედროვე სისტემებით შესაძლებელია ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარების მონიტორინგი, განათების ავტომატურად გამორთვა, წყლის გაჟონვის აღმოჩენა და გარკვეული მოწყობილობების მუშაობის დისტანციური მართვა. ასეთი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს სახლმა არა მხოლოდ კომფორტულად, არამედ რაციონალურადაც იმუშაოს.
პრაიმ ბილდის გუნდის აზრით ავტომატიზაციის მთავარი ღირებულება მომხმარებლისთვის რესურსების სწორედ კონტროლის შესაძლებლობაა. მისი შეფასებით, თანამედროვე სახლის მფლობელმა უნდა იცოდეს, რამდენ ენერგიასა და წყალს მოიხმარს მისი სახლი და შეძლოს ამ რესურსების მართვა. PrimeBuild-ის მომსახურებებიც ეტაპობრივად ვითარდება სწორედ ასეთი უფრო ინდივიდუალური მოთხოვნების შესაბამისად.
R