ავტორი:

პარკირების ადგილის გამო დაწყებულ სროლას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა - ბალტიმორის პოლიცია ორ ეჭვმიტანილს ეძებს

პარკირების ადგილის გამო დაწყებულ სროლას 12 წლის გოგონა ემსხვერპლა - ბალტიმორის პოლიცია ორ ეჭვმიტანილს ეძებს

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, პარკირების ადგილის გამო დაწყებულ დაპირისპირებას 12 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციის ინფორმაციით, ბავშვს ტყვია შემთხვევით მოხვდა - ის იმ დროს ახლომდებარე პარკში ამერიკულ ფეხბურთს უყურებდა.

  • ტრაგიკული შემთხვევა შაბათს, საღამოს, მოხდა. სამართალდამცველების განცხადებით, ორი მამაკაცი პარკირების ადგილის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნეს. სწორედ ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 12 წლის გოგონა.

პოლიციამ ადგილზე მისვლისას ბავშვთან ერთად კიდევ ერთი ქალი იპოვა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად მიღებული დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოებში კიდევ ორი მამაკაცი იმყოფება.

ბალტიმორის პოლიციის კომისრის, რიჩარდ უორლის განცხადებით, სამართალდამცველები სულ მცირე ორ ეჭვმიტანილს ეძებენ. ამ დროისთვის არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის. პოლიცია ასევე ცდილობს დაადგინოს, ზუსტად რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და რამდენი გასროლა განხორციელდა.

უორლის თქმით, 12 წლის გოგონა სროლის სამიზნე არ ყოფილა.

წყარო