კიმ კარდაშიანმა შვილების აღზრდის შესახებ ისაუბრა და გაამხილა, რომ ოთხ შვილზე ზრუნვაში მას ხუთი ძიძა ეხმარება. რეალითი შოუების ვარსკვლავი და ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ რაოდენობის ძიძების მიუხედავად, ცდილობს, შვილებთან ყოველდღიური ურთიერთობა შეინარჩუნოს.
კიმს ყოფილ ქმართან, კანიე უესტთან, ოთხი შვილი ჰყავს - 13 წლის ნორთი, 10 წლის სეინტი, 8 წლის ჩიკაგო და 7 წლის ფსალმი.

"ვფიქრობ, საშუალო სიმკაცრის მშობელი ვარ. ძალიან მომთმენი და მოსიყვარულე ვარ. თუ ბავშვს ჩემთან დაძინება უნდა, ამის უფლებას ვაძლევ. ყოველ საღამოს ბავშვებთან ერთად წიგნებს ვკითხულობ“, - ამბობს კარდაშიანი.

კიმისა და კანიეს ურთიერთობა და შვილების აღზრდის საკითხები წლების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.

კარდაშიანს უკვე არაერთხელ უსაუბრია იმ სირთულეებზე, რომლებიც ოთხი შვილის აღზრდას ახლავს. 2024 წელს პოდკასტში სტუმრობისას აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დახმარების დიდი რესურსი აქვს, ზოგჯერ თავს მაინც მარტოხელა დედად გრძნობს.
"ხალხი ყოველთვის ამბობს: "ოჰ, მაგრამ თქვენ გაქვთ რესურსები, რომ გყავდეთ ძიძები და დახმარება“. მე მაქვს შესანიშნავი დამხმარე სისტემა, მაგრამ ღამის სამ საათზე, როცა ბავშვები ჩემს საწოლში არიან, მირტყამენ და ტირიან, მაინც მარტო ვგრძნობ თავს“, - ამბობს კარდაშიანი.