ავტორი:

60 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული სპორტული ტანმოვარჯიშე, ვლადიმერ გოგოლაძე

60 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული სპორტული ტანმოვარჯიშე, ვლადიმერ გოგოლაძე

60 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული სპორტული ტანმოვარჯიშე ვლადიმერ გოგოლაძე. ინფორმაციას ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი აქვეყნებს.

  • "1988 წელს სეულის ოლიმპიურ თამაშებზე ვლადიმერ გოგოლაძემ ოლიმპიური ოქრო მოიპოვა სპორტულ ტანვარჯიშში (გუნდური).1984 წელს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ღერძზე და თავისუფალ ვარჯიშში (ვერცხლი - მრავალჭიდში). 1985 წელს ის მრავალჭიდში და ორძელზე ვარჯიშში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი იყო.

ლადო გოგოლაძე 2003 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, 2018 წელს კი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.მან მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა შეასრულა სამმაგი მალაყი.

სპორტულ ტანვარჯიშში მისი სახელობის ორი ელემენტია, რომელთაგანაც ერთ-ერთი შეტანილია ქულათა მინიჭების მოქმედ სისტემაში.

თბილისის მუნიციპალიტეტის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ახლობლებსა და ტანვარჯიშის სამყაროს ამ უდიდესი დანაკარგის გამო", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.