სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კავკასიის უნივერსიტეტში გამართულ Welcome Party-ზე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების მიღების შედეგად, 10-მდე სტუდენტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
"კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართული პირველკურსელთა წვეულების შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას.
სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის მათ ყველა შესაბამის ინფორმაციას.
Ambebi.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.Ambebi.ge-ს წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას, რის შედეგადაც 5 სტუდენტი მოიწამლა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.