ავტორი:

ძვირადღირებული საათები და ფერწერული ტილოები - რა ქონებას ფლობს ანა დოლიძის ოჯახი

ძვირადღირებული  საათები და ფერწერული ტილოები - რა ქონებას ფლობს ანა დოლიძის ოჯახი

ფერწერული ტილოების კოლექცია და ლუქს კლასის ბრენდის საათები - ეს არის პოლიტიკოს ანა დოლიძის ქონებრივი დეკლარაციიდან მიღებული ინფორმაცია.

  • პარტია "ხალხისთვის“ ლიდერმა, როგორც პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის ივლისში წარადგინა.

"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს და როგორია ანა დოლიძის ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, ანა დოლიძის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 872 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის 50%. აღნიშნული ქონება მას 2025 წელს ჩუქებით აქვს მიღებული. ნაკვეთის დარჩენილი 50% კი, მისი მეუღლის საკუთრებაში ფიქსირდება.

ანა დოლიძის მეუღლის საკუთრებაშია ასევე თბილისში მდებარე 90 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლის 33%, რომელიც მას 2025 წელს მემკვიდრეობით გადაეცა.

გარდა ამისა, მისი მეუღლე ფლობს თბილისში მდებარე 555 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის 33%-ს, რომელიც ასევე 2026 წელს მემკვიდრეობით მიიღო... წაიკითხეთ ვრცლად