ავტორი:

“ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს” - როგორი იქნება ხიდი, რომელიც ქვეშეთი–კობის ახალ გზაზე შენდება

“ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს” - როგორი იქნება ხიდი, რომელიც ქვეშეთი–კობის ახალ გზაზე შენდება

ქვეშეთი–კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში 400 მეტრზე მეტი სიგრძის თაღოვანი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

  • უწყების ცნობით, ხიდის სიმაღლე ხეობის ფსკერიდან 166 მეტრია, ხოლო მისი თაღის სიგრძე 300 მეტრს შეადგენს. უწყების ინფორმაციით, ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს.

სამინისტროს ინფორმაციით, თაღის ორი ნაწილის ერთმანეთთან შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა.

"თაღოვანი ხიდი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. თაღის ორი ნაწილის შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა... განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები