მურთაზ ზოდელავა თვითონ გააკეთებს კომენტარს, მისი მოტივაცია რა არის [საპროცესო შეთანხმების თაობაზე]. მე ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა და მეუღლემ, მაია მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიღწეული საპროცესო შეთანხმების დეტალებზე ამ ეტაპისთვის ვერ ისაუბრებს.
“მე არ ვთვლი, რომ რამე შეიცვალა, ახლა. პოზიცია აბსოლუტურად იგივეა ჩემი შეფასებით და გადასახედით. დიახ, მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა მიღწეული შეთანხმების შესახებ, ამ ეტაპზე, ვერაფერს გეტყვით. როდესაც იქნება საბოლოო შეთანხმება მიღწეული, შემდეგ შევძლებ, რომ კონკრეტული განცხადება გავაკეთო. მურთაზ ზოდელავა თვითონ გააკეთებს კომენტარს, მისი მოტივაცია რა არის [ საპროცესო შეთანხმების თაობაზე].
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ იყო სახარბიელო, მაგრამ ახლა თავს ნორმალურად გრძნობს და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება.
ვინაიდან საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, არ მინდა სამართლებრივ ჭრილში განვიხილო მტკიცებულებები, რა იყო, რა არ იყო - ეს ყველამ კარგად ვნახეთ პირველი ინსტანციის სასამართლოში. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შეფასებით, ეს არის ერთადერთი სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება დღეს, მოცემულ ვითარებაში”, - განაცხადა მაია მუმლაძემ.
ასევე იხილეთ: