ავტორი:

როგორ შევამციროთ გათბობის ხარჯები და შევინარჩუნოთ სახლის ესთეტიკა - საინჟინრო რჩევები "მაქსთერმისგან"

როგორ შევამციროთ გათბობის ხარჯები და შევინარჩუნოთ სახლის ესთეტიკა - საინჟინრო რჩევები "მაქსთერმისგან"

სახლის რემონტისა თუ კეთილმოწყობისას გათბობის სისტემის დაპროექტება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნა დღეს ორ მთავარ პრიორიტეტზე დგას: მაქსიმალური ენერგოეფექტურობა (დაბალი კომუნალური ხარჯები) და დახვეწილი ინტერიერის დიზაინი.

ინტერიერის დაგეგმვისას ხშირად ვდგებით დილემის წინაშე: შევწიროთ ბინის ესთეტიკა სითბოს, თუ ავიატანოთ მაღალი კომუნალური ხარჯები არასწორად დაპროექტებული გათბობის გამო? თუმცა, „მაქსთერმთან“ ერთად ამ კომპრომისზე წასვლა არ მოგიწევთ.

როგორ მივაღწიოთ სრულყოფილ ბალანსს? საინჟინრო კომპანია „მაქსთერმის“ ექსპერტები გიზიარებენ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ გახადოთ სახლი თბილი, ეკონომიური და ვიზუალურად მიმზიდველი.

1. ტექნოლოგიური არჩევანი: ატმოსფერული თუ კონდენსაციური ქვაბი?

გათბობის სისტემის „გული“ ცენტრალური გათბობის ქვაბია. სწორედ მასზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად განაწილდება სითბო და რა თანხის გადახდა მოგიწევთ ზამთრის განმატავობაში.

„მაქსთერმში“ წარმოდგენილი იტალიური ბრენდის, Fondital-ის მაგალითზე განვიხილოთ ორი ძირითადი ტექნოლოგიური არჩევანი:

  • ატმოსფერული (ტრადიციული) ქვაბები:

ეს არის დროში გამოცდილი, საიმედო და ხელმისაწვდომი გადაწყვეტილება სტანდარტული ფართის ბინებისთვის. Fondital-ის ატმოსფერული ქვაბები გამოირჩევა მაღალი გამძლეობითა და სტაბილური მუშაობით. თუ თქვენი საცხოვრებელი ფართი საშუალო ზომისაა და ბიუჯეტის ოპტიმალურად გადანაწილება გსურთ, ეს ტრადიციული და საიმედო არჩევანია.

  • კონდენსაციური ქვაბები - 35%-მდე გაზის ეკონომია:

თუ თქვენი პრიორიტეტი მაქსიმალური ენერგოეფექტურობაა, არჩევანი კონდენსაციურ ტექნოლოგიაზე უნდა შეაჩეროთ. ტრადიციული ქვაბებისგან განსხვავებით, კონდენსაციური ქვაბი დამატებით იყენებს იმ ნამწვავ აირებსა და ორთქლის ენერგიას, რომელიც ჩვეულებრივ გარეთ იფანტება.

Fondital-ის თანამედროვე კონდენსაციური ქვაბები უზრუნველყოფს 35%-მდე გაზის ეკონომიას, განსაკუთრებით დაბალტემპერატურულ რეჟიმში (მაგალითად, იატაკის გათბობასთან კომბინაციაში).

„მაქსთერმის“ რჩევა: აუცილებელია სწორად დაანგარიშდეს თბოდანაკარგი და განისაზღვროს, რა სიმძლავრის თბოგამოცემაა საჭირო, რათა შესაბამისად დადგინდეს რადიატორების ზუსტი რაოდენობა. ბინის ფართობისა და ჭერის სიმაღლის ინჟინრული გათვლა თავიდან აგაცილებთ როგორც ნაკლები სიმძლავრის, ისე ჭარბი თბოგამოცების გათბობის ქვაბისა და რადიატორების შეძენას.

2. ჭკვიანი მართვა: Fondital-ის თერმოსტატი და ენერგოეფექტურობა

თანამედროვე და ეკონომიური გათბობის ქვაბის შესაძლებლობების მაქსიმალურად ასათვისებლად, უკეთესი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია მართვის სწორი სისტემის ჩართვაც. Fondital-ის ჭკვიანი ოთახის თერმოსტატის დამატება სწორედ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც სისტემის ეფექტურობას ზრდის და გაზის ხარჯს კიდევ უფრო ამცირებს:

  • ზუსტი ტემპერატურული კონტროლი: თერმოსტატი ზომავს ოთახის რეალურ ტემპერატურას და ინარჩუნებს სასურველ კლიმატს, რაც გამორიცხავს ოთახის ზედმეტად გადახურებას და ენერგიის ამაოდ ხარჯვას.
  • დროითი დაპროგრამირებადი რეჟიმები: შეგიძლიათ გათბობა თქვენი დღის განრიგს მოარგოთ - შეამციროთ ტემპერატურა დღის განმავლობაში (როცა სახლში არავინაა) და გაზარდოთ დაბრუნებამდე ნახევარი საათით ადრე, რაც პირდაპირ აისახება კომუნალურ გადასახადებზე.

3. გათბობა, როგორც ინტერიერის აქსესუარი: დიზაინერული რადიატორები

ტრადიციულად, რადიატორებს ინტერიერში „აუცილებელ ბოროტებად“ აღიქვამდნენ და ცდილობდნენ ავეჯით ან სპეციალური დეკორატიული გისოსებით მათ დამალვას. ეს არა მხოლოდ ამცირებს თბოგადაცემას, არამედ ზრდის ენერგიის დანახარჯს.

„მაქსთერმის“ ასორტიმენტში არსებული დიზაინერული რადიატორები ამ პრობლემას სრულიად აქრობს - რადიატორი აღარ იმალება, არამედ სივრცის მთავარ ესთეტიკურ აქცენტად იქცევა.

Garda (გარდა) - ვერტიკალური ელეგანტურობა

თანამედროვე ბინებში, განსაკუთრებით ვიტრაჟულ და ღია დაგეგმარების სივრცეებში, ჰორიზონტალური კედლის ფართობი ხშირად შეზღუდულია. Garda-ს ვერტიკალური ალუმინის რადიატორი იდეალურად ზოგავს ჰორიზონტალურ სივრცეს, ვიზუალურად ზრდის ჭერის სიმაღლეს და ანიჭებს ოთახს დახვეწილ, თანამედროვე შტრიხს.

Tribeca (ტრიბეკა) - რეტრო და ლოფტ ესთეტიკა

თუ თქვენი ინტერიერი კლასიკურ, ლოფტის ან ინდუსტრიულ სტილშია შესრულებული, Tribeca საუკეთესო არჩევანია. ის აერთიანებს თუჯის რადიატორის რეტრო ფორმებსა და ალუმინის მაღალ თბოგადაცემას, რაც სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათსა და შარმს მატებს.

4. რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი საინჟინრო გათვლა?

ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქვაბი და დიზაინერული რადიატორიც კი ვერ უზრუნველყოფს სასურველ კომფორტს, თუ სისტემა არასწორად არის დაპროექტებული. გათბობის ეფექტურობა დამოკიდებულია რადიატორების სწორად შერჩეულ რაოდენობასა და განაწილებაზე, მილგაყვანილობის დიამეტრზე, ქვაბის სწორ კალიბრაციასა და ჰიდრავლიკურ ბალანსზე.

„მაქსთერმი“ მომხმარებელს სთავაზობს არა უბრალოდ პროდუქციას, არამედ სრულ საინჟინრო მომსახურებას:

  • ინდივიდუალური პროექტირება: ბინის თუ სახლის არქიტექტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, პროფესიონალები დაგეხმარებიან რადიატორების რაოდენობისა და ტიპის სწორად შერჩევაში.
  • ევროპული სტანდარტის პროდუქცია: Fondital-ისა და სხვა წამყვანი ევროპული ბრენდების სერტიფიცირებული ტექნიკა, რაც გრძელვადიანი მშვიდი ექსპლუატაციის გარანტიაა.

შეჯამება

სახლში იდეალური ტემპერატურის, დაბალი გადასახადებისა და დახვეწილი ინტერიერის მიღწევა სრულიად შესაძლებელია, თუ გათბობის სისტემას პროფესიონალებს ანდობთ.

გსურთ გაიგოთ, რამდენი ეკონომიის გაკეთება შეგიძლიათ თქვენს ბინაში?

ეწვიეთ „მაქსთერმის“ შოურუმებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში , სადაც მიიღებთ უფასო კვალიფიციურ საინჟინრო კონსულტაციას და შეარჩევთ თქვენს სახლზე იდეალურად მორგებულ გათბობისა და გაგრილების სისტემებს.

კატალოგის ნახვა: www.maxtherm.ge

R