“დროა საბოლოოდ ვაღიაროთ მწარე სიმართლე. ბოლო დღეებში ოპოზიციური მედია და აქტივისტები სულ ტყუილად იხარჯებიან, აშკარა გაუპატიურების ფაქტზე მოსახლეობის ნაწილის თანაგრძნობის აღსაძვრელად,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქზე“ წერს.
“საქმე იმაშია, რომ ისევე როგორც 2012-ში მოსახლეობის ამ ნაწილს სულ ფეხებზე ეკიდათ და ჰკიდიათ სხვა ადამიანის უფლებები. მათ უბრალოდ სურდათ რუსეთზე ჩაბარება და ეს განახორციელეს კიდეც.
რაც შეეხება მაშინდელ თავიდან ბოლომდე დადგმულ სპეცოპერაციას - ეს მხოლოდ "მიზეზ, მიზეზ - დოს მარილი აკლიაო" საბაბი იყო, ამ ლაჩრული საქციელის გასამართლებლად,“ - წერს სააკაშვილი.