“მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია - გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, საბა სხვიტარიძე საპატიმროდან გავრცელებულ წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.
პატიმარმა ვენები გადაიჭრა
გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი სცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.
პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.
პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ასევე სახალხო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!
ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი“, - წერს საბა სხვიტარიძე.