არგენტინაში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა სამხრეთ ატლანტიკის ოკეანეში სიცოცხლის ათობით ახალი სახეობა აღმოაჩინა, რამაც ახალი შუქი მოჰფინა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ბიოლოგიურად დინამიკურ რეგიონს.
ორკვირიანი საერთაშორისო სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ორგანიზაცია “Nippon Foundation-Nekton Ocean Census“ -ის ლიდერობითა და “Schmidt Ocean Institute“ -ის პარტნიორობით ჩატარდა, მკვლევრებმა იმ ახალ აღმოჩენებზე ისაუბრეს რომელიც ზღვის 57 ახალი სახეობისა და 5 ახალი გვარს მოიცავს.

გუნდმა ეგზემპლარების იდენტიფიცირებისთვის დისტანციურად მართვადი წყალქვეშა აპარატები (ROV) და ინტეგრირებული ტაქსონომიური მეთოდები გამოიყენა. მათ აღმოჩენები პირდაპირ Ocean Census NOVA-ზე დაარეგისტრირეს, რომელიც ახლად აღმოჩენილი საზღვაო სახეობების მსოფლიოში პირველი ღია მონაცემთა პლატფორმას წარმოადგენს.


მნიშვნელოვან მიგნებებს შორის იყო ღრმა წყლის კანეკლიანი ორგანიზმი, ზღვის კიტრი “ლოკი“, რომელსაც სახელი რქისებრი გამონაზარდების გამო ეწოდა, ასევე ახლად იდენტიფიცირებული ნიჩაბფეხიანების (ნიჩაბფეხა კიბოსნაირების), ღრმა წყლის მარჯნებისა და ზღვის კალმების კოლექცია.

საერთო ჯამში, გუნდმა ნიჩაბფეხიანების 20 ახალ სახეობას, 22 კანეკლიანს (მათ შორის ზღვის კიტრებსა და ზღვის შროშანებს), 4 ნაწლავღრუიანს (მათ შორის რვასხივიან მარჯნებს, ზღვის კალმებსა და ქვიან მარჯნებს), 1 ნიჟარიან მოლუსკს (Scaphopoda) გაუკეთა იდენტიფიცირება.
წარმატებულმა აღმოჩენებმა მეცნიერებს მისცა სტიმული დაეგეგმათ შემდეგი ექსპედიცია, რომელიც 2027 წლის თებერვალ-მარტში, უკვე სხვა წყალქვეშა კანიონს გამოიკვლევს.