ავტორი:

ნიგერიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 32 ადამიანი იმყოფებოდა - რა ხდება ცნობილი

ნიგერიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე  32 ადამიანი იმყოფებოდა - რა ხდება ცნობილი

ნიგერიის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით 5 ოქტომბერს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე 25 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ავიაციის მინისტრის, ფესტუს კეიამოს განცხადებით, საჰაერო ხომალდი ნიგერიის ეკონომიკური ცენტრის, ლაგოსის მიმართულებით, გეგმურ რეისს ასრულებდა რა დროსაც იგი ონდოს შტატის იგბოკოდას რაიონში ჩამოვარდა.

ნიგერიის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, ჩამოვარდნილი ხომალდი ATR-42 ტიპის თვითმფრინავია. ადგილზე დაუყოვნებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

მინისტრის განმარტებით, ხომალდი რადარებიდან ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 09:00 საათზე გაქრა. მოგვიანებით დადგინდა, რომ იგი ედოს შტატიდან ლაგოსისკენ მიმავალი მარშრუტის შუაში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ნამსხვრევები სამხედრო-საზღვაო ბაზის სიახლოვეს აღმოაჩინეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს მდინარესთან შეკრებილი ხალხი და მაშველები ჩანს, რომლებიც ტერიტორიას ნავებით ჩხრეკენ.

წყარო