თბილისი-მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა.
ინფორმაციას “მარნეული ნიუსი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მარაბდის მონაკვეთზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.