"უინძორ პარკზე" ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს შეხვედრა მიმდინარეობს.
მატჩის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში საინტერესო ცვლილებები განახორციელა და 3-წლიანი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში საბა საზონოვი ჩააყენა.
საქართველოს სასტარტო შემადგენლობაში ასევე გამოცხადდნენ ბუდუ ზივზივაძე, ზურა დავითაშვილი და მამაგეიშვილი.

შეხვედრა ქართველების ლიდერობით დაიწყო. წინა მატჩებისგან განსხვავებით, დღეს ეროვნულმა ნაკრებმა პრესინგი პირველივე წუთებიდან დაიწყეს.
27-ე წუთზე დავითაშვილის აქტიურობას სახიფათო მომენტი მოჰყვა - თუმცა ჩარლზმა ჩრდილოეთ ირლანდია გაშვებული გოლისგან იხსნა.
“პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. მჯერა, რომ თუ ხვალ საკუთარ თავს ძალიან კარგად წარმოვაჩენთ, მეტი შანსი გვექნება, რომ ყველანი გახარებული და გამარჯვებული დავბრუნდეთ სახლში“, - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე.
ტურნირის პირველი 3 მატჩის შემდეგ ჩვენი ნაკრები 1 ქულით, ჯგუფში ბოლო ადგილზეა.