უკრაინის პარლამენტის წევრი ალექსეი გონჩარენკო "ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც ის რუსეთთან მოლაპარაკებებისა და მასთან დათმობაზე წასვლის მოწოდებით გამოვიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ეს პრინციპები დამოუკიდებელია პოლიტიკური კონიუნქტურისგან და არ შეიძლება ვაჭრობის საგნად იქცეს - არც უკრაინის შიგნით და არც, განსაკუთრებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს. ა
ცნობისთვის, გასული კვირის ბოლოს, ალექსეი გონჩარენკომ სოციალურ მედიაში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ომის გაგრძელება უშედეგო და უკიდურესად საშიშია უკრაინისთვის და რომ ამიტომ ღირს რუსეთთან მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა მშვიდობის გამო. "ამჟამად რეალობა ასეთია: ომს ვაგებთ, უამრავ ადამიანს ვკარგავთ; არ გვაქვს საკუთარი ფული არა მხოლოდ ომის წარმოებისთვის, არამედ ქვეყნის სამართავადაც კი”, - დაწერა გონჩარენკომ.