ავტორი:

"უკანა სავარძელზე ბავშვის ხელში დაკავება საშინელებაა - ეს კანონი რეალურად კლავს ბავშვებს" - საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარე

"უკანა სავარძელზე ბავშვის ხელში დაკავება საშინელებაა - ეს კანონი რეალურად კლავს ბავშვებს" - საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარე

"უკანა სავარძელზე ბავშვის ხელში დაკავების ფაქტი არის საშინელება - ეს კანონი რეალურად კლავს ბავშვებს,“ - ამის შესახებ საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი იზორიამ "პალიტრანიუსისა“ და რადიო "პალიტრას“ გადაცემაში "საქმე“ განაცხადა.

  • მისი თქმით, ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების გამოყენებისა და ბავშვებისთვის სპეციალური სავარძლების რეგულაციების დახვეწაა.

"ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებასთან მიმართებით, ის ჩანაწერები, რაც სტრატეგიაში გვაქვს,

სამწუხაროდ, პირველი ორი წლის პერიოდში ბევრ რამეს არ ითვალისწინებს და გადაწეულია მომდევნო წლებში. მაგალითად, პირველი ორი წლის გეგმაში არ გვაქვს გათვალისწინებული უკანა უსაფრთხოების ღვედები. განაგრძეთ კითხვა