ავტორი:

"გუშინ ერთ რეგიონში ამოიღეს 40 კილოგრამი მეთადონი... წარმოიდგინეთ ამ ციფრის მასშტაბი: საუბარია ათიათასობით ადამიანის დღიურ დოზაზე" - რას წერს ზურაბ სიხარულიძე

"გუშინ ერთ რეგიონში ამოიღეს 40 კილოგრამი მეთადონი... წარმოიდგინეთ ამ ციფრის მასშტაბი:  საუბარია ათიათასობით ადამიანის დღიურ დოზაზე" - რას წერს ზურაბ სიხარულიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენიეს ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და აღკვეთილია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გააკეთა.

  • უწყების ცნობით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.

ექიმი-ნარკოლოგი, "ფედერალისტების" წევრი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება.

"გუშინ ერთ რეგიონში ამოღებულია 40 კილოგრამი მეტადონი.40 კგ არის 40 000 გრამი.მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეტადონი ხშირად გამოიყენება ინექციური გზით, რაც ზრდის ზედოზირების, ინფექციების, აივ-ისა და ჰეპატიტების გავრცელების, ასევე სხვა მძიმე ჯანმრთელობის გართულებების რისკს. თუ საქართველოში ერთი მომხმარებლის საშუალო დღიურ მოხმარებად დაახლოებით 0.2–0.5 გრამს ავიღებთ, ეს რაოდენობა დაახლოებით 80 000–200 000 დღიურ დოზას შეადგენს. საშუალოდ 0.4 გრამის შემთხვევაში — დაახლოებით 100 000 დოზას. ეს ნიშნავს, რომ საუბარი შეიძლება იყოს დაახლოებით 80 000–200 000 ადამიანის ერთდღიან პოტენციურ მოხმარებაზე — ან, უფრო ხანგრძლივი პერიოდის შემთხვევაში, ათიათასობით ადამიანზე, რომელთა ჯანმრთელობასაც ასეთი ნივთიერების უკანონო და არაკონტროლირებადი გავრცელება შეიძლება სერიოზულად დაემუქროს. ზუსტი რაოდენობა დამოკიდებულია დოზაზე, ნივთიერების კონცენტრაციაზე, მოხმარების სიხშირესა და იმაზე, როგორ ნაწილდებოდა ეს რაოდენობა.

  • ახლა წარმოიდგინეთ ამ ციფრის მასშტაბი: მხოლოდ ერთ რეგიონში, მხოლოდ ერთ ამოღებაში, საუბარია ათიათასობით ადამიანის დღიურ დოზაზე და პოტენციურად ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანზე, ვისაც შეიძლება ზიანი მიადგეს.

და თუ ასეთ რაოდენობას ერთი შემთხვევიდან ვხედავთ, ბუნებრივად ჩნდება მთავარი კითხვა: ნარკოპოლიტიკა მხოლოდ მომხმარებლის დევნა და დაკავება ვერ იქნება. თუ მიზანი რეალურად ნარკოტიკებთან ბრძოლაა, სახელმწიფომ უნდა ებრძოლოს მიწოდების ორგანიზებულ ქსელს, ხოლო მომხმარებელს შესთავაზოს მკურნალობა, ზიანის შემცირება და რეალური სამედიცინო დახმარება.

აქედან არის ერთი მთვარი დასკვანა: მოთხოვნა თუ არ შემცირდა, ეს აროსდეს არ გაჩერდება !! და ბაზარი გაივსება ბევრად მძიმე და ტოქსიურო ნივთიერებებით" - წერს ზურაბ სიხარულიძე.

ასევე იხილეთ: