ბორია მოდი აქ! - პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან თავის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ წერილში აცხადებს.
"ბორია მოდი აქ!
შენს საყვარელ ბრაზილიაში, ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა მისმა შემცვლელმა პრეზიდენტმა ბოლსონარომ ციხეში ჩასვა საკმაოდ საეჭვო ბრალდებებით. ლულამ ვადაზე ადრე დააღწია თავი პატიმრობას და საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა ბოლსონარო. ამის შემდეგ ბოლსონარო გამოაცხადეს კრიმინალად, დააპატიმრეს აშკარად გამოგონილი ბრალდებებით.
ჰოდა მორალი ამ ისტორიის შემდეგშია: პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის!”, - წერს სააკაშვილი.