ავტორი:

"...ასეთ შემთხვევაში ისინი საპატიმროს 4 ნოემბერს დატოვებენ" - რა დეტალები ხდება ცნობილი "ინტერპრესნიუსისთვის" მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის საპროცესო შეთანხმებაზე

"...ასეთ შემთხვევაში ისინი საპატიმროს 4 ნოემბერს დატოვებენ" - რა დეტალები ხდება ცნობილი "ინტერპრესნიუსისთვის" მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძის საპროცესო შეთანხმებაზე

პროკურატურასა და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს შორის საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია, თუმცა "ინტერპრესნიუსისთვის“ გარკვეული დეტალების შესახებ გახდა ცნობილი.

  • კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია ორივე მათგანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რეალური სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვის ვადით.

თუკი, საბოლოო შეთანხმება ამ პირობით დამტკიცდება, მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

myquiz