ავტორი:

ქართველმა მუსიკოსმა, შოთა ადამაშვილმა ტეხასის ქანთრი მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა

ქართველმა მუსიკოსმა, შოთა ადამაშვილმა ტეხასის ქანთრი მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე  გაიმარჯვა

ქართველმა ქანთრი მუსიკოსმა, შოთა ადამაშვილმა ტეხასის ქანთრი მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.

მუსიკოსმა გაიმარჯვა ნომინაციაში 2026 "TEXAS SOUNDS"- ის "წლის საუკეთესო შესრულება".

  • "წელს გამიმართლა და "წლის საუკეთესო შესრულების“ ჯილდო მოვიპოვე; გულითად მადლობას გიხდით." - წერს ადამაშვილი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ მან გასულ წელსაც მოიპოვა კონკურსის ჯილდო.

შარშან მუსიკოსმა ორ ნომინაციაში - 2025 წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერა და Texas Spirit-ის წლის საუკეთესო შესრულება - გაიმარჯვა.