პატიმარი ლევან გულუა გამოცემა "ინფო იმერეთთან" აცხადებს რომ ის გეგუთის მე-14 დაწესებულებიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ N მე-2 საპატიმროში გადაიყვანეს. პატიმრის თქმით, ციხის დირექტორი მას ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
"ეხლა ვარ მეორე დაწესებულებაში, გადმოყვანილი ვარ გეგუთის მე-14 დაწესებულებაში. მომიპარეს იქიდან და გადმომიყვანეს მეორე დაწესებულებაში. ზირაქაშვილი, მამუკა არის გეგუთის დაწესებულების დირექტორი. უსაფრთხოების უფროსი არის ტარიელ მეგრელიშვილი, რომლებიც ითხოვდნენ ჩემგან ინფორმაციებს, მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ ჩემზე. გიორგი კიკალაშვილი დეპარტამენტის წარმომადგენელი არის, თანამდებობის პირი. ავუხსენი დეტალურად ინფორმაცია და პირიქით, მე-9 დღეს მომიპარეს გეგუთის მე-14 დაწესებულებიდან და გადმომიყვანეს მეორე დაწესებულებაში. 3 დღის მერე გამომიგზავნეს ჩემი პირადი ნივთები. მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას ზირაქაშვილი მამუკა...
ამოვიკერე პირი, იძულებული გავხდი, ამოვიკერეთ ჩემთან ერთად ბიჭებმაც პირი. არც ექიმი, არც საბუთი არაფერი არ შეუდგენიათ. პირიქით, მოხდა ისე, რომ მოგვახსნევინეს. იქ კამერაში დგას... ჩანს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩემი გადაადგილება.
...ჩემი მოთხოვნა არის ის, რომ საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა და სახალხო დამცველი, კეთილი ინებოს, იოსელიანია თუ გამოვიდეს იქ და დაზვეროს პენიტენციური სტრუქტურები და შეამოწმოს," -აცხადებს ლევან გულია "ინფო იმერეთთან" საუბარში.