ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო. შესაბამის განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
“ევროპის მომავალი დამოკიდებულია გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც დღეს ვიღებთ. ევროკავშირის გაფართოება გეოპოლიტიკური იმპერატივია. დღეს საფუძველს ვამზადებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უფრო დიდი ევროკავშირი უფრო ძლიერიც იქნება: უფრო მყარი, უფრო ეფექტური, და მყარად დაფუძნებული იმ ღირებულებებსა და წესებზე, რომლებიც ჩვენ განგვსაზღვრავენ. მაშინ როდესაც გაფართოების ქვეყნები წინ მიიწევენ რეფორმების საკუთარ გზაზე, ევროკავშირი მზად უნდა იყოს მათ მისაღებად. ეს ნიშნავს ჩვენი ინსტიტუტების მომზადებას, ჩვენი პოლიტიკის ახალი რეალობისთვის მომზადებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ჩვენი ბიუჯეტი ასახავს ჩვენს საერთო ამბიციებს”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამავდროულად, ევროკომისია აღნიშნავს, რომ პროცესში მონაწილეობა კვლავაც იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული, პირობითი და შექცევადი და დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ მზადყოფნასა და სტრატეგიულ თანხვედრაზე.