სომხეთის პარლამენტში მორიგი პლენარული სხდომა ფიზიკური დაპირისპირებითა და სკანდალით დასრულდა. ოპოზიციონერ და სახელისუფლებო დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მასშტაბურ ჩხუბში გადაიზარდა, რის გამოც სხდომაზე იძულებითი შესვენების გამოცხადება გახდა საჭირო.
რუბინიანმა განაცხადა, რომ ყაზარიანის განცხადებები დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებს სცილდებოდა და მას გამოსვლის გაგრძელების უფლება არ მისცა. მოკლე კამათის შემდეგ, ედგარ ყაზარიანმა ტრიბუნა დატოვა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერ დეპუტატს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი ვაჰე გალუმიანი მიუახლოვდა, რომელიც მასთან პირისპირ დაპირისპირებას ცდილობდა. ყაზარიანის თანაფრაქციელი ვაჰაგნ ვართანიანი პროცესში ჩაერია და გალუმიანს გზა გადაუღობა.