ავტორი:

ოჯახი ახმეტის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებულ მწყემსს ეძებს

ოჯახი ახმეტის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებულ მწყემსს ეძებს

ახმეტის მუნიციპალიტეტის ქვემო ალვანიდან დაკარგულ მამაკაცს ოჯახი ეძებს.

64 წლის ლუხუმ ბაშინურიძე თუშეთში მწყემსად მუშაობდა და მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია უკვე მესამე დღეა არავის აქვს.

მისმა შვილმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან“ უთხრა, რომ მამის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა შეატყობინეს. მათი თქმით, არ იციან, სად წავიდა მამაკაცი.

გაუჩინარებული, მობილურ ტელეფონს არ იყენებს, შესაბამისად, ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. შვილის თქმით, სხვა დროს მამა თუშეთიდან ფეხითაც ჩამოსულა, თუმცა, მისი ვარაუდით, თუ ის გზაშია, ამდენი დრო არ უნდა დასჭირვებოდა.

სამძებრო სამუშაოებში პოლიციაც არის ჩართული. ოჯახი მოქალაქეებს, რომლებსაც ლუხუმ ბაშინურიძის შესახებ რაიმე ინფორმაცია აქვთ, სთხოვს, დაუკავშირდნენ ნომრებზე:

598 92 08 93;

593 45 11 72