“ქართული ოცნების“ ანტი-ამერიკულმა რეჟიმმა ქართული არჩევნები გააყალბა დიასპორის ხმის მიცემისთვის ხელის შეშლით, ახლა სერბეთში ვუჩიჩის რეჟიმი იმავეს ცდილობს“, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ეს არ უნდა დაიშვას!“
“ქართული ოცნების” ანტი-ამერიკულმა რეჟიმმა ქართული არჩევნები გააყალბა დიასპორის ხმის მიცემისთვის ხელის შეშლით. ახლა ვუჩიჩის რეჟიმი იმავეს ცდილობს. ეს არ უნდა დაიშვას! სერბები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იმსახურებენ,” - წერს უილსონი.