ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქვეითი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.