სიბრძნის კბილები, რომლებიც აქამდე სრულიად გამოუსადეგრად მიიჩნეოდა, შესაძლოა, ჯანმრთელობის ნამდვილი ელექსირი აღმოჩნდეს. ახალმა სამეცნიერო კვლევებმა ცხადყო, რომ ეს კბილები შეიცავს ძლიერ ღეროვან უჯრედებს, რომლებმაც შესაძლოა სხეულის ზოგიერთი სასიცოცხლო ორგანოს, მათ შორის გულის, ტვინისა და ძვლების აღდგენა მოახერხონ.
"ეს ღეროვანი უჯრედები შეიძლება არებულ იქნას სიბრძნის კბილების რბილი ქსოვილიდან და გამოიყენოთ დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციისთვის, რაც სტომატოლოგიაზე ბევრად მეტს მოიცავს", - აცხადებენ მეცნიერები.
ჟურნალ "Stem Cell Reports"-ში 2026 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, აღმოაჩინეს ღეროვანი უჯრედების ცილა, რომლის რაოდენობაც კბილებში ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. ეს კლება კბილებს კარიესისადმი უფრო მოწყვლადს ხდის და აფერხებს შეხორცების პროცესს. როდესაც სიჩუანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ხანდაზმულ თაგვებზე ცდა ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ ცხოველებმა აღიდგინეს ახალი დენტინის წარმოქმნისა და პულპის ჯანსაღი ქსოვილის შენარჩუნების უნარი.
ეს ნიშნავს, რომ სიბრძნის კბილების ქსოვილებს პოტენციურად შეუძლიათ დაეხმარონ გულის აღდგენას ინფარქტის შემდეგ. ასევე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ნევროლოგიური დაავადებებით ტვინის დაზიანებული უჯრედების რეგენერაციაში ან თუნდაც ტრავმის ან დაბერების შედეგად დაზიანებული ძვლის აღდგენაში.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სიბრძნის კბილის ღეროვანი უჯრედების შენახვა ერთ დღეს შეიძლება ისეთივე გავრცელებული გახდეს, როგორც ჭიპლარის სისხლის შენახვა, რაც უზრუნველყოფს პერსონალიზებული მკურნალობის მომავალ რესურსს.
უცხოური კერძო კომპანიების მცირე, თუმცა მზარდი რაოდენობა უკვე სთავაზობს პაციენტებს ამ უჯრედების გაყინვასა და შენახვას უშუალოდ ამოღების შემდეგ. ეს მიდგომა ეფუძნება ჭიპლარის სისხლის ბანკების პრინციპს და პაციენტებს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნონ ქსოვილი, ნაცვლად იმისა, რომ ის ოპერაციის დროს ამოღებულ სხვა მასალასთან ერთად გადაიყაროს.
ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს შენახული კბილები ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თუმცა გადაყრას ნამდვილად სჯობს.
აქედან გამომდინარე, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები კბილების ამოღებას გეგმავთ, გონივრულია, რომ ეს საკითხი წინასწარ განიხილოთ ყბა-სახის ქირურგთან.
მით უფრო, რომ კვლევები მუდმივად ცხადყოფენ, რომ ქსოვილებს, რომლებიც, როგორც წესი, იყრება, იქნება ეს სიბრძნის კბილი, ჭიპლარის სისხლი თუ სხვა, შეიძლება უფრო მეტი ბიოლოგიური ღირებულება ჰქონდეს, ვიდრე ექიმები ათი წლის წინ ვარაუდობდნენ. წყარო