ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ ჯ. რაშმა, ვირჯინიის შტატში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა. გამოძიების ინფორმაციით, 49 წლის მამაკაცმა ბოროტად გამოიყენა თანამდებობა და სამთავრობო სახსრები გამდიდრების მიზნით, მან თაღლითურად შეიძინა 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები და უძრავი ქონება ფლორიდაში.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, რაშის თაღლითურმა საქმიანობამ ფედერალურ მთავრობას დაახლოებით 194 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა. პროკურორები ასევე ამბობენ, რომ ის განათლებასა და სამხედრო კარიერაზეც იტყუებოდა - რაში ამტკიცებდა, რომ ყოფილი საზღვაო ძალების პილოტი იყო და განათლება კლემსონის უნივერსიტეტსა და რენსელერის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჰქონდა მიღებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის არც პილოტი ყოფილა და არც აღნიშნულ უნივერსიტეტებში უსწავლია.

“დევიდ რაშმა ბოროტად გამოიყენა თავისი თანამდებობა და უღალატა საზოგადოების ნდობას... სრულად უნდა აგოს პასუხი თავის ქმედებებზე“, - განაცხადა რეტკლიფმა.
რაშის ადვოკატი ჯესიკა კარმაიკლი ოქროს ზოდებთან დაკავშირებით მისი დაცვის პოზიციას ინარჩუნებს და აცხადებს, რომ მის კლიენტს ოქრო კანონიერად ჰქონდა მოპოვებული და სარდაფში, სეიფში ინახავდა.
რაში ამჟამად პატიმრობაში იმყოფება - იგი დანაშაულს აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.