საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მისი უახლესი გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განცხადება, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს ეხება.
კობახიძის განცხადებით შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან.
“ზოგადად, არცერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება იმპორტი შუამავლის მეშვეობით... შუამავალი ნიშნავდა სახელმწიფოსთვის დამატებით ხარჯებს. მხოლოდ აზერბაიჯანის შემთხვევაში შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის შემოსავალს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა კობახიძემ. იხილეთ სრულად