ავტორი:

“რასაც ვერავინ ხედავს“ - წარმატების საფასური: ნიკოლ შერზინგერმა დამწვარი ფეხის ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც ევროპაში რამდენიმე კონცერტი გამართა

“რასაც ვერავინ ხედავს“ - წარმატების საფასური: ნიკოლ შერზინგერმა დამწვარი ფეხის ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც ევროპაში რამდენიმე კონცერტი გამართა

ნიკოლ შერზინგერმა ევროპული ტურნეს ფარგლებში მიღებული მტკივნეული დამწვრობის ფოტოები გააზიარა. მომღერალს 26 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, სცენაზე გასვლამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მდუღარე წყალი გადაესხა.

ინციდენტის მიუხედავად, ნიკოლმა გამოსვლა არ გააუქმა და სცენაზე Pussycat Dolls-ის წევრებთან, ეშლი რობერტსთან და კიმბერლი უაიატთან ერთად გამოვიდა. მომღერალმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც დაზიანებული ფეხი ჩანს.

მომღერალმა ტურნეს ფარგლებში გამოსვლები გააგრძელა. ორშაბათს ის დუბლინში, ეშლისა და კიმბერლისთან ერთად, სცენაზე კვლავ გამოჩნდა. კონცერტის დროს ნიკოლს ტრავმის გამო განსაკუთრებული დისკომფორტი არ შეუმჩნევია და ჯგუფთან ერთად ქორეოგრაფიული ნომრებიც შეასრულა.

Pussycat Dolls-ის დაბრუნების შესახებ ჯგუფმა მიმდინარე წლის მარტში დააანონსა. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მათ ახალი სინგლი, “Club Song“, გამოუშვეს. ნიკოლ შერზინგერმა, ეშლი რობერტსმა და კიმბერლი უაიატმა თავდაპირველად 53-კონცერტიანი ტურნე დაგეგმეს დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

Pussycat Dolls-ის დაბრუნებას თავიდანვე გარკვეული დაპირისპირებაც მოჰყვა. ჯგუფის ყოფილი წევრები, კარმიტ ბაჩარი, ჯესიკა სუტა და მელოდი თორნტონი, ახალ შემადგენლობაში არ დაბრუნებულან. კარმიტმა და ჯესიკამ მოგვიანებით განაცხადეს, რომ გაერთიანების შესახებ მათთვის წინასწარ არ უცნობებიათ.

წყარო