ავტორი:

“ნარინჯისფერი ჭირი“ - ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის შეურაცხმყოფელი ქანდაკება აღმართეს

“ნარინჯისფერი ჭირი“ - ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის შეურაცხმყოფელი ქანდაკება აღმართეს

ევროპარლამენტის შენობაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეურაცხმყოფელი, ოქროთი დაფარული ქანდაკება გამოფინეს, რომელსაც “ნარინჯისფერი ჭირი“ უწოდეს.

  • 2.6 მეტრის სიმაღლის ქანდაკება შიშველი, ჭარბწონიანი ამერიკელი ლიდერია, რომელსაც ხელში გოლფის ჯოხი უჭირავს და შედარებით დაბალი ტანის მამაკაცის მხრებზე ზის.

სატირული ქანდაკების ავტორი დანიელი ხელოვანი იენს გალშიოტია, რომელმაც ნამუშევარი 23-კარატიანი ოქროს ფურცლებით დაფარა.

სტრასბურგში მდებარე ევროპარლამენტის შენობაში განთავსებული ფიგურა ასევე “უსამართლობის მეფის“ სახელითაც არის ცნობილი და ის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამწვავების მორიგი მწვერვალი გახდა.

“მე ვზივარ კაცის ზურგზე. ის ჩემი სიმძიმის ქვეშ იხრება, ყველაფერს გავაკეთებდი მის დასახმარებლად. გარდა ერთისა, მის ზურგიდან არ ჩამოვალ. უსამართლობის მეფე,“ - ვკითხულობთ ქანდაკების ქვეშ განთავსებულ წარწერაზე

ავტორის თქმით ნამუშევარი წარმოადგენს “სატირულ პროტესტს იმ თავდასხმის წინააღმდეგ, რომელსაც აშშ მწვანე ტრანსფორმაციასა და წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე ახორციელებს“.

არაესთეტიკური ქანდაკება ევროპარლამენტის ორ შენობას შორის არსებულ გასაყარზე დგას, სადაც ის ხუთშაბათამდე დარჩება.

წყარო