ავტორი:

"მისმა ნამუშევრებმა სცენაზე გამორჩეული ფანტაზია და ხასიათი შემოიტანა " - გარდაიცვალა ახალგაზრდა დიზაინერი

"მისმა ნამუშევრებმა სცენაზე გამორჩეული ფანტაზია და ხასიათი შემოიტანა " - გარდაიცვალა ახალგაზრდა დიზაინერი

გარდაიცვალა ახალგაზრდა დიზაინერი, კირილ გასილინი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ბალეტი აქვეყნებს.

"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა კირილ გასილინი.ადამიანი, რომლის ნიჭი და შემოქმედებითი ხედვა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის უახლესი ისტორიის ნაწილად იქცა.

კირილმა შექმნა კოსტიუმები ჩვენი ბოლო ორი პრემიერისთვის - "ბაიადერასა“ და "გედების ტბის“ ახალი დადგმისთვის. მისმა ნამუშევრებმა სცენაზე გამორჩეული ფანტაზია და ხასიათი შემოიტანა და ამ სპექტაკლების უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა.

უსაზღვროდ მადლიერნი ვართ იმ სილამაზისთვის, რომელიც მან ჩვენთან ერთად შექმნა.თანავუგრძნობთ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. ის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავისი შემოქმედებით და დადგმებით, რომელთა გაცოცხლებაშიც თავისი წვლილი შეიტანა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.