ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში განაცხადა.
“საქართველოს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირი ჯერ კიდევ ამჯობინებს ულტიმატუმებისა და მუქარების ენას და შესაძლოდ თვლის უკარნახოს ქვეყნებს, ვისთან ილაპარაკონ და რა ღირებულებებს დაეყრდნონ. არსებითად, ბრიუსელმა მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღიაროს მისი ჩარევის უფლება ქვეყნის არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდა პოლიტიკაშიც. საქართველოს შეეწინააღმდეგა ასეთ ნეოკოლონიალურ მიდგომას და მისი სუვერენიტეტის აგრესიულ ჩახშობას.
სწორედ ამიტომ ევროკავშირმა მას “დემოკრატიულად ჩამორჩენილის” იარლიყი მიაკრა. ხელების გადაღუნვა დაუწყეს საქართველოს იმისთვის, რომ ის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. ევროკავშირი საქართველოს რუსეთთან დამღუპველი კონფრონტაციისკენ უბიძგებს. ამას გარდა, მუდმივად ერჩიან თბილისს ანტი-რუსულ სანქციებთან არ შეერთების გამო. დღეს ეს უმთავრესი მოთხოვნაა ევროკავშირის ყველა კანდიდატისთვის.
მიხაილ კალუგინმა დასძინა, რომ რუსეთის ამოდის იქიდან, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების აწყობა - საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა.
"რაც შეეხება საქართველოს რუსეთთან კავშირებს, მათ ბუნებრივი ხასიათი აქვთ. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა თითქმის 20%-ით გაიზარდა, ხოლო რესპუბლიკაში ტურისტების მეოთხედი რუსები არიან. ჩვენ ქართული ტრადიციული საქონლის მთავარი მომხმარებელი ვართ”, - განაცხადა კალუგინმა.
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ახალი არაფრის თქმა არ შემიძლია. ინიციატივა ქართული მხარისგან უნდა მოდიოდეს,” - განაცხადა კალუგინმა.