3 შვილის დედას, 45 წლის თამარ (თამუნა) ალფენიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის 2016 წლიდან მოყოლებული არაერთ ურთულეს დიაგნოზს ებრძვის.
"მინდა მოგიყვეთ ერთი საოცარი ძლიერი ქალბატონის - თამუნას - დედისა და მეუღლის შესახებ, რომელიც უკვე წლებია სიცოცხლისთვის იბრძვის. მისი ეს ბრძოლა 2016 წელს დაიწყო, როდესაც მას მე-3 სტადიის კარცინომა დაუდგინდა: იყო ოპერაციები, მკურნალობა, ქიმიოთერაპია და ბრძოლა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
2018 წელს თამუნას ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა, მაგრამ ყველაზე დიდი განსაცდელი ჯერ კიდევ წინ ელოდა...
2021 წელს იანვარში თამუნას დაუდგინდა უიშვიათესი სახეობის იუნგის ოჯახის სარკომა. წლების განმავლობაში ამ მძიმე დაავადებებთან ბრძოლამ ძალიან დაასუსტა. დღეს კი, ამ დაავადებების კოლაბორაციის შედეგად, თამუნას ორგანიზმში ახალი სიმსივნური კერა გამოვლინდა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და კვლავ აუცილებელი გახდა მკურნალობის გაგრძელება, ამჯერად უკვე საზღვარგარეთ, რომელიც დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა და ამ ეტაპზე, მკურნალობის ხარჯების დაფარვა აღარ შეუძლია", - წერს მისი მეგობარი სოციალურ ქსელში.
ambebi.ge-ს მკითხველმა არაერთი ადამიანი გადაარჩინა უკვე, ჩვენ კვლავაც შევძლებთ ამ ბრძოლის გაგრძელებას, ამჯერად თამუნას გადასარჩენად.
ანგარიშის ნომრები:
GE97BG0000000498738532
GE21TB7506645061100007
მიმღები - მეუღლე კახა გუგუჩია
პ/ნ1900102511