ავტორი:

"ლეო, ამდენი წელი შენი ქვეყნისთვის იბრძოდი და დაწერე ისტორია, რომელიც მარადიულია" - კრიშტიანუ რონალდუ ლეო მესის

"ლეო, ამდენი წელი შენი ქვეყნისთვის იბრძოდი და დაწერე ისტორია, რომელიც მარადიულია" - კრიშტიანუ რონალდუ ლეო მესის

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ნაკრებში ბოლო, გაცილების მატჩიც გაიმართა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა

  • "გუშინ ჩემი ბოლო მატჩი იყო და უკვე მენატრება ცისფერ-თეთრი მაისურით თამაში. ვიცი, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. ეს იყო წარმოუდგენელი მოგზაურობა, სავსე სიხარულით და სევდით, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ყოველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგი, ღირდა.

და კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი. ჩემთვის შეუძლებელია რამდენიმე სიტყვით ან პოსტით გადმოვცე ყველაფერი, რასაც ვგრძნობ. ეს მოგზაურობა შეუძლებელი იქნებოდა ჩემი ოჯახის გარეშე, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ.

ჩემი მეგობრები, ყველა თანაგუნდელი და მწვრთნელი, რომელიც მყავდა, მათ შტაბთან ერთად, ასევე აუცილებელი იყო. არ მინდა დავივიწყო დიეგო, რომელმაც ჩვენი ქვეყანა იქ დააყენა, სადაც ის იმსახურებდა.

მადლობა კლუბებს, რომლებშიც ვთამაშობდი, ყოველთვის პატივს სცემდნენ ჩემს გრძნობებს და საშუალებას მაძლევდნენ, თავი მიმეძღვნა ჩემი ქვეყნისთვის, როდესაც ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმის დრო დგებოდა. და, რა თქმა უნდა, მადლობა ღმერთს: მისი ნების გარეშე, ვერც კი ვიოცნებებდი აქამდე მიღწევაზე", - წერს მესი.

  • ლეოს პოსტს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა და მათ შორისაა მოედანზე მისი მთავარი მეტოქე, კრიშტიანუ რონალდუ. აი, რას წერს პორტუგალიელი ვარსკვლავი მესის პოსტის კომენტარებში:

"ლეო, ამდენი წელი შენი ქვეყნისთვის იბრძოდი და დაწერე ისტორია, რომელიც მარადიულია. ჩემი პატივისცემა იმის მიმართ, რაც არგენტინასთან ერთად მიაღწიე. გეხვევი“, - წერს რონალდუ.