ავტორი:

ასიათასობით ლარის შემოსავალი, ძვირადღირებული სამკაულები და... - რა ქონებას ფლობენ მარიამ ქვრივიშვილი და მისი მეუღლე

ასიათასობით ლარის შემოსავალი, ძვირადღირებული სამკაულები და...  - რა ქონებას ფლობენ მარიამ ქვრივიშვილი და მისი მეუღლე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერი გახდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს გასული წლის ივნისის ბოლოდან იკავებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლა.

  • მანამდე 2021 წლის 24 მაისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

"ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ეკონომიკის მინისტრობის პარალელურად, ახალ მოვალეობასაც შეასრულებს.

მარიამ ქვრივიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აპრილში წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მის სახელზეა: 2012 წელს 98 000 დოლარად შეძენილი 147 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში; ასევე, 1047 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი წავკისში, რაშიც 2022 წელს 139 251 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი BMW x6, რომელიც 2018 წელს 60 000 დოლარად აქვს შეძენილი... წაიკითხეთ ვრცლად