ავტორი:

რა ხდება ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე, სადაც გუშინ, მეწყრული პროცესების შედეგად, კლდის მასა ჩამოვიდა?

რა ხდება ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე, სადაც გუშინ, მეწყრული პროცესების შედეგად, კლდის მასა ჩამოვიდა?

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, გუშინ ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე მეწყრული პროცესები განვითარდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.