მომღერალი მიშო სულუხია წერს, რომ ლისის ტბის მიმდებარედ ახალგაზრდა ბიჭები დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ თემაზე მომღერალი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
"მეგობრებო, ლისის ტბაზე, საღამოს, მეგობართან მიმავალს ქუჩაში დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გადაგვიკეტეს გზა და გადმომსვეს ტაქსიდან, წამართვეს ტელეფონი და გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალ დამცავები იყვნენ თუმცა არც ერთმა არ გამიმხილა ვინაობა, არ წარმომიდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვთხოვდი დაებრუნებინათ წართმეული ტელეფონი მაგრამ ამაოდ. ვხედავდი, როგორ ამზადებდნენ შავ იზოლენტში გადახვეულ ნივთს, რა დროსაც ამ დაჯგუფებას გავექეცი. ჩემი სპორტული მონაცემების წყალობით შვიდიდან ვერც ერთმა შეძლო დამწეოდა.
ტაქსის მძღოლი, რომლის სახელიც კი არ ვიცი ახლაც იქ ჰყავთ დაკავებული და მუქარის საფუძველზე სთხოვენ რომ აღიაროს, რომ ჯგუფურ დანაშაულშია ჩართული და მე და მძღოლი კრიმინალური დამნაშავეები ვართ. რაც შევძელი იყო ის, რომ ამ დაჯგუფებას გამოვექეცი, ვიარე ტყე-ღრე და ახალგაზრდა ადამიანებს ვთხოვე დახმარება, რომ ფეისბუქთან მქონოდა წვდომა მომესწრო და ეს განცხადება დამეწერა. მთავაზობდნენ სცენარს, რომ მეღიარებინა დანაშაული, რასთანაც კავშირი არ მაქვს.