კრისტა პაიკის ადვოკატის განცხადებით, სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მსჯავრდებული "გაბრაზებული და დაბნეულია". ადვოკატ რენდი სპაივის თქმით, გაღვიძების შემდეგ პაიკის პირველი სიტყვები იყო: "სად ვარ?“ და "ვინ ხარ შენ?“.

პაიკი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი ადვოკატები ფიქრობდნენ, რომ ვეღარ გაიღვიძებდა, თუმცა სამშაბათს ქალმა საუბარი შეძლო.
პაიკს პროცედურის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დეტალი ახსოვს. მისი თქმით, სასიკვდილო ინექციის ჯგუფს ვენის პოვნაში თავად დაეხმარა, შემდეგ კი საავადმყოფოში გაიღვიძა.

"არ ვიცით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ პაიკი მომხდარის გამო "გაბრაზებული და დაბნეულია“.
ტენესის გუბერნატორმა ბილ ლიმ შტატში სიკვდილით დასჯა წლის ბოლომდე შეაჩერა. ამასთან, თანამდებობას ტოვებს შტატის ციხის უფროსიც.