კომპიუტერული ტექნოლოგიების პიონერი და პროგრამისტი მარგარეტ ჰამილტონი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) გაავრცელა.

მარგარეტის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მაშინ დაიწყო, როდესაც MIT-მა NASA-სგან Apollo-ს კოსმოსური ხომალდებისთვის ფრენის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის დავალება მიიღო. ჰამილტონი პროექტს შეუერთდა და საბოლოოდ, იმ გუნდის ხელმძღვანელი გახდა, რომელიც Apollo-ს ბორტკომპიუტერის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობდა.

დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ხომალდის ბორტკომპიუტერმა განგაშის სიგნალი გამოსცა. კომპიუტერი ზედმეტი მონაცემებით გადაიტვირთა და დაშვების შეწყვეტის საფრთხე გაჩნდა. თუმცა ჰამილტონის მიერ შექმნილმა პროგრამამ პრობლემის აღმოჩენა და სისტემის პრიორიტეტების სწორად გადანაწილება შეძლო.
კომპიუტერმა ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება გააგრძელა და Apollo 11-მა დაშვება წარმატებით დაასრულა. სწორედ ამან მისცა ასტრონავტებს შესაძლებლობა, ისტორიული მისია ბოლომდე მიეყვანათ.
2016 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა.
"ჩვენს ასტრონავტებს დიდი დრო არ ჰქონდათ, მაგრამ საბედნიეროდ, მათ მარგარეტ ჰამილტონი ჰყავდათ“, - განაცხადა ობამამ დაჯილდოების ცერემონიაზე.