სტამბოლში 7-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი (ფოტოები)
სტამბოლში მალთეფეს რაიონში შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანია გარდაცვლილი. არსებული ცნობების მიხედვით, ნანგრევებში რამდენიმე მოქალაქეა მოყოლილი და მათ გამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მაშველებმა ათი ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, შენობის ჩამონგრევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.