თურქეთში, ხოფაში, სატვირთო მანქანების სადგომზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN-ის თურქული ბიურო აქვეყნებს.

ადგილზე AFAD-ის, სახანძრო სამსახურის, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობდნენ. ტერიტორიაზე ახალი მეწყრის ჩამოწოლის საფრთხის გამო დამატებითი უსაფრთხოების ზომებიც მიიღეს.
ამ დროისთვის სატვირთო მანქანების სადგომზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და ჩამოშლილი კლდეებისგან ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს.