ავტორი:

რუსების მორიგი სასტიკი თავდასხმა უკრაინაში, ამჯერად ავტობუსებზე - მსხვერპლთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

რუსების მორიგი სასტიკი თავდასხმა უკრაინაში, ამჯერად ავტობუსებზე - მსხვერპლთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ უკრაინის დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკში, ორ ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონულ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავდა 18 ადამიანი.

დონეცკის საოლქო - სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, უსაფრთხოების ვითარების მკვეთრი გაუარესების გათვალისწინებით, კრამატორსკსა და სლავიანსკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

ცნობისთვის, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტობუსებზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.