რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, გერჰარდ შრიოდერთან, ერთად აღნიშნა. ვლადიმერ პუტინისა და გერჰარდ შრიოდერის ერთობლივი ფოტო კრემლის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
“პრეზიდენტმა თავისი ძველი მეგობარი სახლში დაპატიჟა. გერჰარდ შრიოდერი ვლადიმერ პუტინთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სახელმწიფოს მეთაურმა საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.