"ძალიან ბევრია დამრღვევი მძღოლი, რაც რეალურად ბევრ პრობლემას ქმნის ქალაქში,“ - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ბაგაშვილმა თბილისში ე.წ. Yellow box-ების დახაზვაზე საუბრისას განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
- ცნობისთვის, თბილისის მერია დედაქალაქის გზებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, გზაჯვარედინებზე ყვითელი ბადისებრი მონიშვნა იმ პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს, როდესაც მძღოლები მწვანე შუქის დროსაც შედიან გზაჯვარედინზე, მიუხედავად იმისა, რომ წინ გადაადგილება შეუძლებელია, რის გამოც გზაჯვარედინზე სხვა მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს გადაადგილებას უზღუდავენ.
Yellow box-ის პრინციპი გულისხმობს, რომ მძღოლი ყვითლად მონიშნულ კვადრატში არ უნდა შევიდეს, თუ მის წინ გზა ან შესაბამისი ზოლი თავისუფალი არ არის და არსებობს იმის რისკი, რომ გზაჯვარედინის გადაკვეთას ვერ შეძლებს და მოძრაობას დააბრკოლებს.
"დაიდენტიფიცირებულია რამდენიმე გზაჯვარედინი რომელიც პრობლემურია იმ კუთხით, რომ ერთი მიმართულების მანქანები, როდესაც ვერ ახერხებენ გზაჯვარედინის ჩავლას, უხდებათ ჩახერგვა და მეორე მიმართულების შეფერხება, რომელიც რეალურად თავისუფალია... წაიკითხეთ ვრცლად