10 ოქტომბერს, წინანდლის მამულებში, ჯაზისა და ღვინის ფესტივალი „JAZZ&WINE Kakheti“ გაიმართება. ღონისძიება, რომელიც წელს მეათედ ტარდება, სტუმრებს ქართული ღვინის დეგუსტაციას, საერთაშორისო მუსიკალურ პროგრამასა და გამორჩეულ კულტურულ გამოცდილებას სთავაზობს.
ფესტივალი 13:00 საათზე ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. წელს მასში მონაწილეობას 40-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს, რაც სტუმრებს ადგილობრივი მარნების პროდუქციის გაცნობისა და სხვადასხვა ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობას მისცემს.
ფესტივალის მუსიკალური პროგრამა
14:00 და 16:00 საათზე ამფითეატრის სცენაზე იტალიური ჯგუფის, SUGARPIE & THE CANDYMEN-ის გამოსვლით გაგრძელდება. ჯგუფი ჯაზისა და სვინგის ენერგიულ ჟღერადობას აერთიანებს. მუსიკალურ განწყობას იტალიელი მზარეულის, მაურიციო სიცილიანოს მიერ მომზადებული ტრადიციული იტალიური კერძებიც შეავსებს.
19:00 საათზე ბალრუმში მსმენელის წინაშე წარდგება FRED WESLEY GENERATIONS, საღამოს კი, 21:00 საათზე, ამფითეატრში შვეიცარიულ-ამერიკული პროექტი SOUL TRAIN — JJ’s Hausband feat. Reggie Saunders ენერგიული ცოცხალი მუსიკით დაასრულებს.
ღვინისა და ჯაზის ათწლიანი ისტორია
ფესტივალის დამფუძნებლის, კახა კანდელაკის თქმით, „JAZZ&WINE Kakheti“ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ღონისძიებების კონცეფციას ეფუძნება და საქართველოს ღვინის კულტურის წარმოჩენას ემსახურება.
„ჯაზი და ღვინო“ საერთაშორისო მასშტაბის ფესტივალია, რომლის მსგავსი ღონისძიებებიც მსოფლიოს სხვადასხვა ღვინის რეგიონში იმართება. საქართველოში ფესტივალი ათი წლის წინ დავაარსეთ. ვფიქრობ, მისი ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველო ღვინის ერთ-ერთი სამშობლოა. ფესტივალს ყოველწლიურად ბევრი უცხოელი ტურისტიც სტუმრობს.
წელს ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს 40-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებლის პროდუქციის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ. მათ შორის იქნებიან მცირე და ბუტიკური მარნების წარმომადგენლები, რომელთათვისაც მსგავსი პლატფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მცირე მეწარმეებს მხარდაჭერა მეტად სჭირდებათ, ხოლო ფესტივალი მათ საკუთარი პროდუქციის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.
ფესტივალის კონცეფცია ღვინისა და მუსიკის ჰარმონიულ შერწყმას ეფუძნება. ჯაზი ღვინოს განსაკუთრებულად უხდება. მუსიკალურ პროგრამასაც ისე ვარჩევთ, რომ სტუმრებზე დადებითად იმოქმედოს. ღვინისა და მუსიკის შერწყმა სასიამოვნო განწყობასა და გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის.
ფესტივალი მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს როგორც საქართველოს, ისე კახეთის რეგიონს. ის ადგილობრივ მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის წარმოჩენასა და ახალი აუდიტორიის მოზიდვაში ეხმარება. უშუალო გარემოში სტუმრებს შეუძლიათ, უკეთ გაიცნონ მცირე მარნების ღვინოები, მწარმოებლებს კი საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ახალი შესაძლებლობები ეძლევათ“, - ამბობს კახა კანდელაკი.
SUGARPIE & THE CANDYMEN — ჯაზისა და სვინგის იტალიური ჟღერადობაიტალიური ჯგუფი SUGARPIE & THE CANDYMEN ცნობილია მუსიკალური ინტერპრეტაციებით, რომლებშიც ჯაზი, სვინგი, ბლუზი, სოული და როკ-ენ-როლი ერთიანდება. მათი რეპერტუარი ცნობილი ჰიტების განსხვავებულ, ჯაზურ და სვინგურ ვერსიებს მოიცავს. ჯგუფის ინტერპრეტაციებში შეხვდებით ისეთი შემსრულებლებისა და ჯგუფების კომპოზიციებს, როგორებიც არიან The Beatles, Queen, Jimi Hendrix, U2 და The Doors.
FRED WESLEY GENERATIONS — ჯაზისა და ფანკის მემკვიდრეობაფრედ უესლი ამერიკული ჯაზისა და ფანკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ტრომბონისტი და კომპოზიტორი განსაკუთრებით ცნობილია ჯეიმს ბრაუნთან და The J.B.’s-თან თანამშრომლობით, რომლებთან ერთადაც ფანკის ჟღერადობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი მუსიკალური კარიერა ასევე უკავშირდება ისეთ ცნობილ არტისტებს, როგორებიც არიან George Clinton, Bootsy Collins და Ray Charles.
FRED WESLEY GENERATIONS 2015 წელს ჩამოყალიბდა. პროექტში ფრედ უესლისთან ერთად მონაწილეობენ ორგანისტი ლეონარდო კორადი და დრამერი ტონი მატჩი. ტრიოს შემოქმედება ჯაზის, სოულისა და ფანკის ელემენტებს აერთიანებს. პროექტის ერთ-ერთი შთაგონება ჯიმი სმიტის სოულ-ჯაზის ტრადიციაა, თუმცა მუსიკოსებმა საკუთარი ჟღერადობაც ჩამოაყალიბეს. რეპერტუარში შედის როგორც ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ისე ფრედ უესლის ორიგინალური ნამუშევრები.
SOUL TRAIN — სოულის, ფანკისა და Motown-ის ოქროს ეპოქაფესტივალის მუსიკალურ პროგრამას დაასრულებს SOUL TRAIN — JJ’s Hausband feat. Reggie Saunders, რომელიც მსმენელს სოულის, ფანკისა და Motown-ის ოქროს ეპოქაში ამოგზაურებს.
პროექტი შთაგონებულია ლეგენდარული ამერიკული სატელევიზიო შოუთი Soul Train, რომლის შემქმნელიც დონ კორნელიუსი იყო. შოუს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სოულის, R&B-ის, ფანკის, დისკოსა და მოგვიანებით ჰიპ-ჰოპის პოპულარიზაციაში. მის სცენაზე სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი არტისტი წარდგა, მათ შორის Aretha Franklin, Marvin Gaye, Stevie Wonder, James Brown, Tina Turner და The Jackson 5.
პროექტის მუსიკალურ საფუძველს შვეიცარიული ბენდი JJ’s Hausband ქმნის, რომელსაც დრამერი და მუსიკალური დირექტორი J.J. Flueck ხელმძღვანელობს. ჯგუფის ვოკალისტია ამერიკელი სოულ-მომღერალი Reggie Saunders.
ცოცხალი შესრულება, კლასიკური ჰიტები და საცეკვაო ენერგია შოუს ისეთ გამოცდილებად აქცევს, რომელშიც მაყურებელი მხოლოდ მსმენელი კი არა, მუსიკალური დღესასწაულის მონაწილეც ხდება.
„JAZZ&WINE Kakheti“ ღვინის კულტურასა და ცოცხალ მუსიკას ერთ სივრცეში აერთიანებს და სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, წინანდლის ისტორიულ გარემოში ქართული ღვინითა და საერთაშორისო მუსიკალური პროგრამით ისიამოვნონ.
ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე.
R