აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) ფინალში იჭიდავებს. 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში იტალიელი ჯენარო პირელი იპონით დაამარცხა.

ილია ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელი სომბორ ვეგი დაამარცხა, შემდეგ მერვედფინალში - მოლდოველ ვადიმ გიმბოვსკი, მეოთხედფინალში კი რუს ნიაზ ბილალოვს სძლია.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.